$$


უარის თქმა თამაშზე, თუ ორივე მხარე არ არის ამაზე თანახმა.
ერთი დიდი პრობლემა არის, როცა მოთამაშეს არ უნდათ თამაშის გაგრძელება იმიტომ, რომ არ უნდათ წაგება სიტუაციაში. ესეთი მოთამაშეები უბრალოდ არ აძლებენ შანს მეორე მოთამაშეს, რომ მან გაითამაშოს თავისი დაგეგმილი სიტუაცია. ამის გამო იწყება რაღაცეების გარჩევა OOC-ში და შემდეგ თამაშის ხასიათზე აღარავინ რჩება. ასეთი რაღაც რომ აღარ დავუშვათ, ის მოთამაშე, რომელიც თამაშში სიტუაციის წაგების გამო შეტყვეტს თამაშს - დაისჯება.

* Role Play (RP). – ნიშნავს წესებით თამაშს

* Metagaming (MG).
Metagaming (MG) - როცა იყენებ ინფორმაციას IC-ში, რომელიც აიღე OOC-დან.

* Powergaming (PG).
Powergaming (PG) - ნიშნავს ისეთი მოქმედებების გაკეთებას, რასაც რეალობაში ვერ იზამდა თქვენი პერსონაჟი.

* CLEO მოდების და ჩეთის გამოყენება.
სასტიკად აკრძალულია ისეთი CLEO მოდების გამოყენება, რომლებიც მოგიტანთ სერვერზე რაიმე შეღავათებას, დამატებით ძალას ან შესაძლებლობებს (მაგალიტად: პარკურის მოდი). ჩეთზე საუბარი აღარაა, ჩეთზე შემჩნეული მოთამაშე გაუფრთხილებლად იღებს ბანს!

* DeathMatch (DM).
DeathMatch (DM) - მოთამაშის მოკვლა ყოველგვარი IC მიზეზის გარეშე.

* Revenge-killing (RK).
Revenge-killing (RK) - მოთამაშის მოკვლა იმის გამო, რომ მან მოგკლათ თქვენ IC-ში. (თქვენი მხრიდან ეს ითვლება OOC შურისძიებად).

* Bunnyhop (BH).
Bunnyhop (BH) - ხტუნვით სიარული იმისთვის, რომ მიხვიდე დანიშნულ ადგილზე უფრო სწრაფად.

* Ninja-jacking (NJ).
Ninja-jacking (NJ) - მანქანის მოპარვა Roleplay-ს გარეშე.

* შემოკლებები და სმაილები IC ჩატში.
მაგალითად: LOL, SG და ა.შ.

* OOC შეურაცხყოფა.
ყველანაირად დაშვებულია IC-ში, მაგრამ არა OOC-ში! თუ მოთამაშემ მოგაყენათ შეურაცხყოფა /pm ან /b-ში, გადაიღეთ სურათი და ატვირთეთ ფორუმზე, საჩივრებში.

* ჩატში სპამი/გაფლუდვა.
დაუშვებელია ერთი და იგივე სიტყვის/წინადადების წერა რამდენიმეჯერ ერთდროულად!

* /b ჩატის ზედმეტი/უაზრო გამოყენება, როცა შეიძლება გამოიყენო /pm (ან ეგეც არ არის საჭირო).
თუ ძალიან გინდათ - გამოიყენეთ /pm! ზედმეტად /b ჩატის გამოყენება აკრძალულია! თუ ხედავთ, რომ სხვა მოთამაშეები თქვენს გვერდით თამაშობენ, ნუ შეუშლით მათ ხელს, ეს ითვლება როგორც ჩატის გაფლუდვით.

* Drive-by.
დაუშვებელია მანქანით სხვა პერსონაჟის გატანა, იმ მიზნით, რომ დააკლოთ მას სიცოცხლე. ასევე დაუშვებელია მძღოლის ადგილიდან იარაღის სროლა მანქანიდან, ეს შეიძლება მხოლოდ მგზავრების ადგილიდან (+საჭიროა /me).

* როლის თამაშის დროს სერვერიდან გასვლა სასჯელის აცილების ან სიტუაციაში წაგების მიზნით.
თუ თქვენ გახვალთ სერვერიდან თამაშის დროს იმ მიზნით, რომ აიცილოთ სასჯელი ან რომ არ დაკარგოთ რაიმე ნივთი, სერვერზე შემოსვლის შემდეგ, პირველ რიგში მიიღებთ Admin-jail-ს, მეორე რიგში კი დაუბრუნებთ მოთამაშეს იმას, რასაც ითხოვდა თქვენგან (მაგალითად თუ გძარცვავდნენ დაუბრუნებთ ფულს). ან თუ გაურბოდით პოლიციას მოიხდით Admin-jail-ის დროსაც და IC ციხის დროსაც.
გაფრთხილება: თუ თქვენ გაქვთ რეალურად სასწრაფო საქმე, შეგიძლიათ თხოვოთ მეორე მოთამაშეს OOC-ში გასვლაზე და შემდეგი შემოსვლის დროს გააგრძელოთ სიტუაციის თამაში.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ თამაშობდით და მეორე მოთამაშემ გთხოვათ, რომ გაგეგრძელებინათ სიტუაცია იმის შემდეგ, როცა ის დაბრუნდებოდა, უბრალოდ გადაიღეთ ამ დიალოგის სურათი და შეინახეთ და როცა ის დაბრუნდება და არ გააგრძელებს სიტუაციას, გადაიღეთ კიდევ ერთი სურათი სადაც გამოჩნდება, რომ ის მოთამაშე უარზეა და აღარ უნდა გაგრძელება ამ სიტუაციის, ატვირთეთ ეს სურათები "საჩივრებში" და ის დაისჯება.

* უმიზეზოდ პოლიციის ადევნება.
მოწყენილობის დროს არ არის გამორიცხული, რომ თავში მოგივიდეთ გართობის აზრი, ამ შემთხვევაში უმიზეზოდ პოლიციის აკიდება, გაქცევა ტრანსპორტით. თუ თქვენ არ გაქვთ არანაირი მიზეზი, რომ გაექცეთ პოლიციას (არ გაქვთ იარაღი, ნარკოტიკი და ა.შ.) მაშინ გთხოვთ და გაფრთხილებთ, რომ ტყვილად ნუ იზამთ ამას.

* Trolling.
სასტიკად იკრძალება სევერზე ასე ვთქვათ ძალით ხუმრობები!

* პროვოკაცია.
სასტიკად იკრძალება სევერზე პროვოკაცია. მწვანე ზონებში პროვოკაციისთვის მოთამაშე დაისჯება ორმაგად!
 
 
სხვა:
* სიტუაციებში დიდი იარაღები: ვინჩესტერები, ავტომატები და თუნდაც ბიტები.
არის ხოლმე ისეთი სიტუაციები, სადაც შეიძლება გამოჩნდეს ასეთი დიდი იარაღები, რომლებიც ფიზიკურად ვერც შარვალში და ვერც ჯიბეში ვერ ჩაგეტევა. ასეთი სიტუაციის დროს აუცილებელია, რომ გამოიყენოთ /me და გააგებინოთ სხვა მოთამაშეს, თუ საიდან აიღეთ ეს იარაღი. ასეთი იარაღების აღება შესაძლებელია მხოლოდ საბარგულიდან ან სახლიდან გამოტანა.
იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია შეამჩნევს მოთამაშეს, რომელიც არ იყენებს ბრძანებას /me და პირდაპირ იღებს იარაღს და ისვრის, ან იყენებს ბრძანებას მაგრამ არასწორად, მაგალითად:
- /me amoigho AK-47'is tipis avtomati sharvlidan da gaxsna cecxli mis win mdgom manqanaze.
"შარვლიდან" ასეთი იარაღის ამოღება შეუძლებელია, ამიტომ მოთამაშე დაისჯება.

* IC ძარცვის ლიმიტი.
IC-ში თქვენ გაქვთ უფლება გაძარცვოთ მოთამაშეები. მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი. დაუშვებელია იმ მოთამაშის გაძარცვა, რომელიც არის 2 lvl -ზე ნაკლები თუ მოთამაშე არის ზუსტად 2 lvl ან მეტი, თქვენ შეგიძლიათ გაძარცვოთ ის, მაგრამ წაართვათ მაქსიმუმ $2.000. ძარცვის შემდეგ, თუ აუცილებელი არ არის და საერთოდ არაა საჭირო მოთამაშის მოკვლა.
ასევე არსებობს უფრო სერიოზული ძარცვები, მაგალითად მაღაზიის, ბიზნესის და ა.შ. ამაზე კი თქვენ უნდა ითხოვოთ თანხმობა ადმინისტრაციისგან. თუ ყველაფერი კარგად შესრულდება, ადმინი დაგაჯილდოვებთ თანხით, რომელსაც თქვენ მოითხოვთ ამ სიტუაციისგან.

* სერვერის ენა.
გამოიყენეთ მხოლოდ ქართული ენა სერვერზე (რათქმაუნდა ინგლისური შიფტით). დაიწყეთ ჩვეულებრივი წინადადების წერა დიდი ასოთი, გააგრძელეთ პატარებით. /me, /ame და /do-ში გამოიყენეთ მხოლოდ პატარა ასოები (გამონაკლისი: სახელი, გვარი, ფრაქციის სახელი და ა.შ).
თუ IC-ში ხართ სხვა ეროვნების გსურთ წარმოთქვათ რაიმე სხვა ენაზე, უბრალოდ წინ დაუწერეთ თქვენს წინადადებას ენის სახელი ფრჩხილებში, მაგალითად:
[Rusulad] Sasha, manqanashi darchi, sigarets viyidi ucbat.
[Italiurad] Frederico, ra jandabas ambobs es policieli? Verafers vigeb!
[Iaponurad] Kenji, keisi moitane, gverdita otaxshia magidaze.

* იარაღის ან ნარკოტიკის შენახვა.
როცა მოთამაშე ინახავს მანქანაში/ჩანთაში ან სახლში იარაღს ან ნარკოტიკს, ამ შემთხვევაში მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ მას აქვს იმ ადგილებში შენახული ეს ნივთები, ესეიგი ისინი ნამდვილად არიან იქ, IC-ში.
არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როცა მოთამაშეს აქვს დავუშვათ რევოლვერის ტიპის იარაღი და ნარკოტიკი ჩანთაში, პოლიცია ჩხრიკავს მას, მაგრამ მოთამაშე თავს იმართლებს და ამბობს, რომ IC-ში ის იქ არ არის - მოთამაშე არასწორია, ამ შემთხვევაში მან უნდა აირჩიოს ორიდან ერთი: ან დაისჯება ადმინისტრატორისგან (+წაერთმევა ეს ნივთები) ან გააგრძელებს თამაშს და იტყვის, რომ მას აქვს ნივთები IC-ში.

* თუ მოთამაშე იმყოფება AFK-ზე, არ დაუცადოთ მას.
იმისთვის, რომ დაიწყოთ თქვენი ჩაფიქრებულის გათამაშება. ანუ არ შეიძლება, რომ მიხვიდეთ ვინმე მოთამაშესთან, რომელიც ცალკე გადაიმალა და გავიდა AFK-ზე რადგან არ დაერღვია წესი. ამ დროს თქვენ მიდიხართ, ამზადებთ ნაწერებს, მოქმედებებს /me-ში და ა.შ. და როცა ის ბრუნდება თამაშში, უცბათ წერთ, რომ გადაარტყით რამე თავზე და ვითომ გათიშეთ, შემდეგ კი თხოვთ, რომ მან გადმოგირიცხოთ ფული, რადგან თქვენ ის გაძარცვეთ და ყველაფერი სწორად ქენით, როცა ხართ არასწორი.

* ადმინისტრაციის მოტყუება/შეწუხება.
ადმინისტრატორის მოტყუება იმისთვის, რომ არ დაკარგოთ რაიმე ნივთი IG-ში, ან თუნდაც მოიტყუოთ, რომ მაგალითად თქვენს მეგობარს უმიზეზოდ დაადეს ბანი, ჩასვეს ციხეში და ა.შ. რომ მას აეხსნას სასჯელი.
ნებისმიერი მოტყუების გამო მოთამაშე პირდაპირ მიიღებს სამუდამო ბანს!
აკრძალულია ადმინისტრატორის შეწუხება, თუ ის არ იმყოფება admin-duty'ზე. თუ ადმინისტრატორის სახელი არის წითელი ფერის, ესე იგი ის არის admin-duty'ზე და ამ დროს თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ მას დახმარება და იკითხოთ რაიმე /pm-ში.
ადმინისტრატორს აქვს უფლება გამორთოს პირადი შეტყობინებები და გაგცეთ პასუხი მაშინ, როცა გავა admin-duty'ზე.

* ბანკის ძარცვა ადმინისტრატორის თანხმობის გარეშე.
იმისთვის, რომ გაძარცვოთ ბანკი, მხოლოდ ადმინისტრაციის თანხმობა საკმარისი არ არის, ასევე ადმინისტრატორი უნდა დაითანხმოთ იმისთვის, რომ ის გაკვირდებოდეთ ძარცვის დროს. თუ მძარცველები კარგად დაამთავრებენ თავის საქმეს - მიიღებენ ჯილდოს ადმინისტრაციისგან. თუ ვერა - ყველა წავა IG ციხეში. მაგრამ სულ ეს არ არის, ასევე საჭიროა კარგი მომზადება და +გაფორმებული თემა სიტუაციების განყოფილებაში, გეგმით, ისტორიით და ა.შ. ასევე სერვერზე უნდა იყოს მინიმუმ 5 პოლიციელი.

* IC სიტუაცია რჩება IC-ში.
ცოტა ძნელი ასახსნელია, მაგრამ შევეცდები გასაგებად აგიხსნათ. როცა სერვერზე ხდება რამე სიტუაცია, მაგალითად IC დაკავება. პოლიცია აკავებს მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა დააშავა მან რამე IC-ში თუ არა. როცა მას მანქანაში სვამენ, ის ეგრევე აყრის პოლიციას /b-ს. იწყებს გინებას, არაფერი დამიშავებია, რატომ მიჭერთ, იწყებს ასეთ ნერვიულობას - ასე რომ ვთქვათ. ისინი აღარ აძლევენ შანსს მეორე მხარეს გაითამაშონ სიტუაცია, შემდეგ ყვება მეორე მხარეს და იწყება ომი /b ჩატში. ეს არ არის სწორი - IC სიტუაცია უნდა დარჩეს IC-ში და არ უნდა გადმოვიდეს OOC-ში და არ უნდა არკვევდეთ ამას OOC-ში. მხოლოდ ასეთ სიტუაციებში არ არის - 90% სიტუაციაში ასე ხდება და მოდით აღარ შევეხოთ OOC-ს. რადგან შეიძლება არასამართლიანად მაგრამ ეს სიტუაცია მაინც ხდება IC-ში, ამიტომ - STAY IC!

* NPC (Non-Player Character).
ეგრე წოდებული "NPC GAMING" დაშვებულია მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცა მერია, პოლიციის დეპარტამენტი და ა.შ.
სხვა ადგილებში, ასევე ფრაქციების ბაზაზე/ჰუდზე - აკრძალულია!

* "OOC'ly ვარ აქ, ჩათვალე ვითომ არ ვარ და გააგრძელე თამაში".
ასეთი რაღაც იკრძალება, OOC ყოფნა შეუძლია მხოლოდ ადმინისტრატორს, როცა ის არის admin duty-ზე.
მაგალითად:
თქვენ მოიწყინეთ და ქალაქში ეძებთ ადგილს, სადაც სხვები თამაშობენ, მიხვალთ მათთან და დადგებით და როცა ისინი დაგიწყებენ IC-ში საუბარს, თქვენ ამბობთ, რომ ხართ მანდ OOC'ly რადგან უყუროთ მათ თამაშს და ა.შ.
თუ მოთამაშე შემოდის სერვერზე, ის ყოველთვის უნდა იყოს IC-ში!